უსაფრთხო შეფუთვა
თქვენი ნივთების დასაცავად ვიყენებთ სპეციალურ მასალებს: ბუშტოვან ფირებს, სტრიჩებსა და მუყაოს ყუთებს.

სწორი შეფუთვა ნივთების დაზიანებისგან დაცვის მთავარი გარანტიაა. ვიყენებთ ბუშტოვან ფირს, სტრეჩ ფირსა და მყარ მუყაოს ყუთებს.
რას ვფუთავთ
- ავეჯის ზედაპირებს და კუთხეებს
- ჭურჭელს და მყიფე ნივთებს
- სარკეებს, სურათებს და მინის დეტალებს
- ტელევიზორებს და საყოფაცხოვრებო ტექნიკას
მთლიანი თუ ნაწილობრივი შეფუთვა
შეგიძლიათ შეფუთვა მთლიანად მოგვანდოთ, ან თავად შეფუთოთ ყუთები და ჩვენ მხოლოდ ავეჯი და ტექნიკა დავიცვათ. რჩევები იხილეთ სტატიაში როგორ შევფუთოთ ნივთები გადაზიდვისთვის.
გჭირდებათ ნივთების გადაზიდვა?
დაგვიკავშირდით — გეტყვით, რომელი მანქანა და რამდენი მუშა დაგჭირდებათ და შეგითანხმებთ მოსახერხებელ დროს.
როგორ ვმუშაობთ
გადაზიდვა 4 მარტივ ნაბიჯად
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ, მოგვწერეთ WhatsApp-ში ან შეავსეთ ფორმა.
შევარჩევთ მანქანას
ტვირთის მოცულობის მიხედვით შევარჩევთ სატვირთოს და მუშების რაოდენობას.
შეფუთვა და დატვირთვა
ნივთებს ფრთხილად შევფუთავთ, ჩავტვირთავთ და დავამაგრებთ ძარაში.
მიტანა და აწყობა
ახალ მისამართზე ჩამოვტვირთავთ, ავიტანთ სართულზე და ავაწყობთ ავეჯს.
კითხვა-პასუხი
ხშირად დასმული კითხვები
რა ღირს ნივთების გადაზიდვა თბილისში?
ფასი დამოკიდებულია ტვირთის მოცულობაზე, საჭირო მანქანის ზომაზე, მუშების რაოდენობაზე, სართულზე, ლიფტის არსებობასა და მანძილზე. დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ WhatsApp-ში — ნივთების ჩამონათვალის მიხედვით ზუსტ ფასს წინასწარ შეგითანხმებთ.
ავეჯის დაშლასა და აწყობასაც აკეთებთ?
დიახ. ჩვენი ხელოსნები დაშლიან კარადებს, საწოლებს, სამზარეულოს მოდულებსა და სხვა ავეჯს, უსაფრთხოდ შეფუთავენ და ახალ მისამართზე ხელახლა ააწყობენ.
ნივთების შეფუთვაში დაგვეხმარებით?
დიახ, ვიყენებთ ბუშტოვან ფირს, სტრეჩ ფირსა და მუყაოს ყუთებს. მყიფე ნივთებს, სარკეებსა და ტექნიკას დამატებით ვიცავთ დაზიანებისგან.
რომელი ზომის სატვირთო მანქანა დამჭირდება?
ცალკეული ნივთებისთვის საკმარისია მცირე ზომის სატვირთო, 1-2 ოთახიანი ბინისთვის — საშუალო, ხოლო მრავალოთახიანი ბინის, ოფისის ან აგარაკის სრული გადაბარგებისთვის — დიდი ზომის (XL) მანქანა. გვითხარით რა უნდა გადავიტანოთ და შესაფერის მანქანას შეგირჩევთ.