
გადაბარგებისას ყველაზე რთული ხშირად არა ყუთები, არამედ დიდი ავეჯია. კარადა, ორადგილიანი საწოლი ან სამზარეულოს მოდულები იშვიათად ეტევა კარში, ლიფტში ან ვიწრო კიბეზე. ამიტომ ავეჯის დაშლა-აწყობა გადაზიდვის განუყოფელი ნაწილია.
რომელი ავეჯი საჭიროებს დაშლას?
- გარდერობები და კუპე-კარადები — თითქმის ყოველთვის. აწყობილი კარადის გადატანისას კორპუსი შეიძლება დაიგრიხოს.
- საწოლები — განსაკუთრებით ორადგილიანი და ამწევი მექანიზმით.
- სამზარეულოს ავეჯი — ზედა და ქვედა მოდულები, მაგიდის ზედაპირი.
- კუთხის დივნები — ხშირად იშლება სექციებად.
- დიდი მაგიდები — ფეხების მოხსნა ბევრ ადგილს ზოგავს მანქანაში.
რისი გაკეთება შეგიძლიათ თავად?
მარტივი ნაბიჯები ზოგავს დროს გადაზიდვის დღეს:
- დაცალეთ კარადები და უჯრები.
- მოხსენით თაროები, სარკეები და მინის კარები.
- გადაიღეთ ფოტო რთული ავეჯის, სანამ დაიშლება — აწყობისას გამოგადგებათ.
თავად დაშლა-აწყობისას ავეჯი ხშირად ზიანდება: იშლება ხრახნის ბუდეები, ზიანდება ლამინირებული დაფის კიდეები, იკარგება დეტალები. პროფესიონალ ხელოსანს აქვს სწორი ინსტრუმენტი და იცის, რომელი სამაგრი არის ერთჯერადი და რომელი — მრავალჯერადი.
როგორ მუშაობს ჩვენი გუნდი
- შეფასება — გვიგზავნით ფოტოს ან ჩამონათვალს და ვგეგმავთ საჭირო დროს.
- დაშლა — ხელოსნები ადგილზე შლიან ავეჯს, დეტალებს ნომრავენ და ხრახნებს ცალკე პაკეტებში ინახავენ.
- შეფუთვა — ზედაპირები და კუთხეები დაცულია სტრეჩ ფირით და მუყაოთი.
- ტრანსპორტირება — ძარაში ავეჯი მაგრდება სამაგრებით, რომ მგზავრობისას არ იმოძრაოს.
- აწყობა — ახალ მისამართზე ავეჯი იწყობა და სწორდება (კარების რეგულირება, თაროების დამონტაჟება).
რჩევა: გაზომეთ წინასწარ
სანამ ავეჯს ახალ ბინაში წაიღებთ, გაზომეთ კარის, ლიფტისა და ოთახის ზომები. ზოგჯერ უმჯობესია ძველი ავეჯი გაყიდოთ და ახალი ადგილზე იყიდოთ — ეს სწორედ ის გადაწყვეტილებაა, რომელიც გადაბარგებამდე უნდა მიიღოთ.
ავეჯის დაცვა ტრანსპორტირებისას
დაშლილი ავეჯის ნაწილები განსაკუთრებით მგრძნობიარეა კიდეებზე და კუთხეებში. ამიტომ ფასადები და კარები ცალ-ცალკე იფუთება, ხოლო მინის და სარკის დეტალები ცალკე ტრანსპორტირდება. ტყავის და ქსოვილის დივნები სტრეჩ ფირით იფარება, რომ არ დაბინძურდეს და არ გაიჭრას. ძარაში მძიმე დეტალები ქვემოთ და კედლის მხარეს იდება, მსუბუქი — ზემოთ.
ხშირად დასმული კითხვები
რამდენ ხანს გრძელდება კარადის დაშლა-აწყობა?
დამოკიდებულია კარადის ზომასა და კონსტრუქციაზე. სტანდარტული გარდერობის დაშლა რამდენიმე ათეულ წუთს იკავებს, აწყობა კი, როგორც წესი, უფრო მეტ დროს მოითხოვს, რადგან საჭიროა გასწორება და კარების რეგულირება.
სამზარეულოს ავეჯსაც შლით?
დიახ, ვშლით ზედა და ქვედა მოდულებს. ჩაშენებული ტექნიკის, ნიჟარისა და გაზის შეერთება კი შესაბამისმა სპეციალისტმა უნდა გააკეთოს.
ძველი ავეჯი გადაზიდვას გაუძლებს?
ძველ ავეჯში ხშირად სუსტდება ხრახნის ბუდეები. ასეთ შემთხვევაში ხელოსანი ფრთხილად შლის მხოლოდ იმას, რაც აუცილებელია, ან ავეჯს მთლიანად, კარგად შეფუთულს გადაიტანს.
შეკვეთა
ავეჯის დაშლა-აწყობა შეგიძლიათ შეუკვეთოთ როგორც გადაზიდვასთან ერთად, ისე ცალკე. დაგვირეკეთ 599 10 40 92 — გეტყვით, რამდენი დრო და რამდენი ხელოსანი დაგჭირდებათ. იხილეთ ასევე ბინის გადაბარგების სრული გზამკვლევი.
გჭირდებათ ნივთების გადაზიდვა?
დაგვიკავშირდით — გეტყვით, რომელი მანქანა და რამდენი მუშა დაგჭირდებათ და შეგითანხმებთ მოსახერხებელ დროს.


